პოლიტიკა
მე ყველას პრეზიდენტი ვარ! - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის დამნაშავეებისა და საქართველოს წესიერი მოქალაქეების უმრავლესობის შერიგება უნდა

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. ხშირად ისმის კითხვები, რატომ არ აფიქსირებს პრეზიდენტი პოზიციას ამა თუ იმ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე. პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, სახელმწიფოს სახე, თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი და მაშასადამე, ვალდებულია, იყოს ზეპარტიული. ამიტომაც მისი მოვალეობა, არა მხარედ ქცევა, არამედ შერიგებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია, შეინარჩუნოს ნეიტრალურობა, მით უმეტეს, როცა საქმე სასამართლოში წარიმართება. ის რაზედაც ვსაუბრობ ინაუგურაციიდან დღემდე ყველა ჩემს გამოსვლაში და რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი უმაღლესი მიზანი პრეზიდენტი ვალდებულია, შეინარჩუნოს ნეიტრალურობა, მით უმეტეს, როცა საკითხები სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესშია”.