სამართალი
„კინოს სახლთან“ დღეს,18 მარტს, დაგეგმილ აქცია-ბრიფინგს მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნოება“ შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ მომზადდა ფართომასშტაბიანი ამნისტიის კანონი, რომელიც პატიმართა რიცხვის 40 000-დან 5 000-მდე შემცირებას ითვალისწინებს.
„ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია, წამოვიდეს დათმობებზე, გახსნას ციხის კარი და ყველა უკანონო პატიმარი გამოუშვას თავისუფლებაზე. ჩვენთვის ცნობილია პატიმართა წამების და ე.წ ციხის ჯალათების უსასტიკესი ქმედებების შესახებ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ალექსანდრე მუხაძეა, გლდანის საპყრობილის უფროსი. მოვითხოვთ, შეწყდეს პატიმართა ყოველდღიური მკვლელობები და დაპატიმრებულ იქნენ ყველა ე.წ ციხის ჯალათი“, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა.