უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ირანში მმართველი რეჟიმის შეცვლა არ მსურს

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას ირანში მმართველი რეჟიმის შეცვლა არ სურს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში მიმდინარე დიდი შვიდიანის სამიტის მიმდინარეობისას გააკეთა.

ტრამპის თქმით, მას ძლიერი ირანის ხილვა სურს.

„მინდა კარგი ირანი, ძლიერი, ჩვენ არ გვსურს რეჟიმის შეცვლა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველამ ვნახეთ, თუ რით მთავრდება რეჟიმის შეცვლა“, – განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას არ გაკვირვებია, როდესაც შეიტყო, რომ დიდი შვიდიანის სამიტზე საფრანგეთმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი მიიწვია. თუმცა, ტრამპის განცხადებით, მისი და ზარიფის შეხვედრა სასურველი არ იყო.

„ვიცოდი, რომ ის მოდიოდა და პატივისცემით ვეკიდები ამ ფაქტს. ჩვენ გვინდა, რომ ირანი ისევ მდიდარი იყოს, თუ მათ ეს სურთ. ან მათ შეუძლიათ იყვნენ ღარიბები. ჩემი აზრით, მიუღებელია პირობები, რომელშიც ირანელებს დღეს უწევთ ცხოვრება“, – განცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

1tv.ge