სამართალი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის რისკების ზრდაზე მიუთითებს

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყეებში ხანძრის წარმოქმნის რისკების ზრდაზე მიუთითებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ – 36-38 გრადუს ტემპერატურას განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე“, – აცხადებს სააგენტო.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს.