სამართალი
დღეიდან, 18 მარტიდან, პენიტენციარულ სისტემაში ხანგრძლივი პაემანი ამოქმედდა. პირველად ამ უფლებით არასრულწლოვანები ისარგებლებენ.
კანონის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს, წელიწადში ორჯერ 24 საათის განმავლობაში ისარგებლოს ხანგრძლივი პაემანით შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასა და ძმასთან ერთად, მსჯავრდებულის ან დასახელებული პირების ხარჯით.
პაემანი არ შეეხება იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელი ან შეფარდებული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა.