უცხოეთი
აშშ-ში დაბადებული არალეგალი მიგრანტების, ან არამოქალაქე პირების შვილებს, შესაძლოა, ქვეყნის მოქალაქეობა აღარ მიანიჭონ

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია სერიოზულად განიხილავს ცვლილებას, რომლის თანახმადაც, აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან ან არალეგალი მიგრანტები არიან, მოქალაქეობას ავტომატურად აღარ მიანიჭებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. დაბადებით მინიჭებული მოქალაქეობა… გადმოდიხარ საზღვარზე, აჩენ ბავშვს ჩვენს მიწაზე, გილოცავთ, ბავშვი აშშ-ის მოქალაქეა...ნამდვილად სასაცილოა,“ - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია აშშ-ის უზენაეს კანონთან, ვინაიდან კონსტიტუციის 14-ე ცვლილება, რომელიც ცივი ომის შემდეგ შავკანიანი ამერიკელებისთვის მოქალაქეობის სრული უფლებების მინიჭების მიზნით მიიღეს, გულისხმობს აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭებას ყველა იმ პირისთვის, რომელიც „დაბადებულია ან ნატურალიზებულია აშშ-ში.“

interpressnews.ge