პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშფოთებს ტენდერში მონაწილე რუსი ინვესტორები

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ბათუმელების“ კითხვას, ხედავს თუ არა ხელისუფლება საფრთხეს იმაში, რომ ბევრი რუსული კომპანია იღებს საქართველოს ხელისუფლებისგან დაკვეთებს, ასე უპასუხა:

საქართველო ღიაა ინვესტიციებისთვის, მაგრამ მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და, ბუნებრივია, ჩემი პოზიცია ისევე როგორც ჩვენი გუნდის პოზიცია, არის ძალიან პრინციპული, რომ ჩვენ აუცილებლად ძალიან დეტალურად გავაკონტროლებთ ნებისმიერ აქციონერს ან ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში საქართველოში ინვესტიციის განხორციელება“.