აქტუალური
თბილისმა მსოფლიოს ამცნო ადამიანების გატაცების შესახებ, ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით დაარღვიეს საზღვარი - მურატ ჯიოევი

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლების პროტესტი სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო უწყების სამუშაოებთან დაკავშირებით სახელმწიფო საზღვრის მონიშვნის თაობაზე, წარმოადგენს საინფორმაციო ომის ნაწილს რესპუბლიკისა და რუსეთ-სამხრეთ ოსური ურთიერთობების წინააღმდეგ, - ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ეს არის კარგი რეჟისურით დადგმული სპეკტაკლი, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის“ ხან ერთ, ხან მეორე მონაკვეთზე თამაშდება. მათი მიზანია საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსადმი ყურადღების მიპყრობა“ , - განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, პროტესტს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გაისმის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სოფელ გუგუტიანთაკართან სახელმწიფო საზღვრის მონიშვნასთან დაკავშირებით, არავითარი კავშირი არ გააჩნია სტაბილურობაზე ზრუნვასთან საზღვრისპირა ტერიტორიებზე“.

მისი თქმით, საქმე იმაშია, რომ საქართველოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ აღნიშნული სამუშაოები არსად იკვეთება საქართველოს ტერიტორიასთან“.

ჯიოევის თქმით, არავისთვის იყო საიდუმლო, რომ „სამხრეთ ოსეთი“ ცალმხრივად ახორციელებს საზღვრის მონიშვნას, რადგან ქართული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის“.

ჯიოევი სოფელ გუგუტიანთაკარში მასობრივ ჩასვლას და საერთაშორისო საზოგადოებისადმი მოწოდებებს წმინდა წყლის პროპაგანდისტულ კამპანიას“ უწოდებს.

მისი განცხადებით, საქართველოში მართლაც რომ იყვნენ დაინტერესებულები საზღვრისპირა რაიონებში სტაბილურობით, უნდა აღიარონ რაც აშკარაა: სადაც მონიშნულია „სახელმწიფო საზღვარი“, გაცილებით ნაკლებია „საზღვრის“ დარღვევა და მცირეა წუხილის მიზეზი.

ჯიოევმა კომენტარი ასევე გააკეთა 17-18 აგვისტოს საქართველოს 8 მოქალაქის გატაცების ფაქტზე და განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ავტომანქანებით მასობრივად დაარღვიეს „საზღვარი“.

იქ რომ შესაბამისი სასაზღვრო ნაგებობა ყოფილიყო, სახელმწიფო საზღვარი არ დაირვეოდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა მაშინვე ამცნო მსოფლიოს ადამიანების გატაცების შესახებ, ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით დაარღვიეს საზღვარი“ , - განაცხადა ჯიოევმა.

მისივე თქმით, დამრღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.