აქტუალური
საქართველო – უძრავი ქონების ბუმი თუ საპნის ბუშტი

invest„უძრავი ქონების ბუმი თუ საპნის ბუშტი?“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „Financial Times“. გამოცემის შეფასებით, ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ იმუშავებს ტრამპის თანხმობა საქართველოსთვის.

„უძრავი ქონების ფასების გამოსწორებამ შეიძლება უბიძგოს ინვესტორებს, საქართველოსა და დსთ-ის  ქვეყნებისკენ მზერა კვლავ მიმართონ, მაგრამ ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ამჯერად რეგიონში ინვესტირება განსხვავებული იქნება.

ის, რასაც ალბათ ინვესტორები ნამდვილად ისურვებდნენ, გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდაა, მაგალითად, ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევის ხელშეწყობა და ადგილობრივი კანონმდებლობის სამართლიანად და თანმიმდევრულად გამოყენება“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი უძრავი ქონების მაგნატ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად შეთანხმების გაფორმებასაც ეხმაურება, რომელიც 300 მილიონი დოლარის ღირებულების ორი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

უძრავი ქონების კომპანია „East Capital“-ის ხელმძღვანელ ბილანა პერსონის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი მსოფლიოს უძრავი ქონების ძირითადი ბაზრების უმრავლესობაში მთელი ძალით მიმდინარეობს, მათ შორის დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ბაზრებზე. ლიზინგის (საიჯარო) მაჩვენებლებმა და მოცულობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ზღვარს მიაღწია.