უცხოეთი
რუსული მედია - ნატო-ს ავიაგამანადგურებლები რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას შეეცადნენ

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. რუსული მედიის ცნობით, ნატო-ს ავიაგამანადგურებლები რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას შეეცადნენ.

​როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, ინციდენტი ბალტიის ზღვის თავზე, ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში მოხდა. მათივე ცნობით, ნატოს გამანადგურებელ „ეფ-18“-ს სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოებაში ხელი რუსულმა „სუ-27“-ებმა შეუშალეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, შოიგუ კალინინგრადიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა. მის თვითმფრინავს თან ორი „სუ-27“ ახლდა.

1tv.ge