სამართალი
ტელეკომპანიების ვალების საკითხი უსასრულოდ ვერ გაიწელება - ივანე მაჭავარიანი

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ტელეკომპანიების ვალების ჩამოწერაზე საუბარი ამ ეტაპზე არ ყოფილა, თუმცა ამ საკითხს გადაწყვეტა სჭირდება.

ამასთან, მისი თქმით, სამინისტროსთვის ვალების ჩამოწერაზე ჯერ არავის მიუმართავს.

ჯერ ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი. არც არავის მოუმართავს ვალების ჩამოწერაზე. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ იოლი გადასახდელი არ იქნება აღნიშნული ვალები. ამას უნდა რაღაც ტიპის გადაწყვეტა საბოლოოდ. უსასრულოდ ეს ვერ გაიწელება. რა გადაწყვეტა იქნება, ამას შევიმუშავებთ, მათ შორის ტელეკომპანიებთან ერთად“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანიების დავალიანებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას.