აქტუალური
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აგვისტოსთვის - დოლარი - 2.9090 ლარი, ევრო - 3.2622, ფუნტი - 3.5141

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9090 ლარი ეღირება, ევრო – 3.2622 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5141 ლარი.

გუშინ, 13 აგვისტოს, ერთი ამერიკული დოლარი 2.9173 ლარი ღირდა, ევრო – 3.2665 ლარი, ფუნტი – 3.5256 ლარი.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი დღეიდან, 14 აგვისტოდან შევა ძალაში.