აქტუალური
როგორც კი ხაზარაძე-ჯაფარიძე აქციონერთა საბჭომ “თიბისი ბანკის” მმართველობას ჩამოაცილა, ლონდონის ბირჟაზე “თიბისი ბანკის” აქციები 33%-ით გაიზარდა! - ვოლსკი

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. "საინტერესო მონაცემები გადმომცეს:

- 6 აპრილს, მას შემდეგ, რაც სერიოზული ბრალდების გამო ხაზარაძე-ჯაფარიძე აქციონერთა საბჭომ “თიბისი ბანკის” მმართველობას ჩამოაცილა, ლონდონის ბირჟაზე “თიბისი ბანკის” აქციები 33%-ით გაიზარდა;

- 24 ივნისს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ისინი “TBCBANK Group PLC”-ში განაგრძობდნენ საქმიანობას, “თიბისი ბანკის” აქციები კვლავ გაუფასურდა;

- 25 ივლისს ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ “TBCBANK Group PLC”-ის დატოვების შემდეგ კი “თიბისის” აქციების ღირებულება ისევ 11%-ით გაიზარდა და სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდა". - წერს თავის ფეისბუკ-გვერდზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.