უცხოეთი
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჩინეთი „ფულის მანიპულატორად“ გამოაცხადა

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჩინეთი „ფულის მანიპულატორად“ გამოაცხადა. ვაშინგტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება დოლართან მიმართებაში ჩინური იუანის კურსის მკვეთრი დაცემის შემდეგ მიიღო.

​გასულ კვირას, ჩინეთმა პირობა დადო, რომ აშშ-ის მიერ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე 10-პროცენტიანი ტარიფების დაწესების გამო, საპასუხო ზომებს მიიღებდა.

5 აგვისტოს, 2008 წლის შემდეგ პირველად, ერთი დოლარი შვიდ იუანზე მეტია. უფრო სუსტი იუანი ნიშნავს, რომ ჩინური ექსპორტი უფრო კონკურენტული და იაფი იქნება, რათა უცხოური ვალუტებით მისი შესყიდვა მოხდეს. ჩინეთის სახალხო ბანკის განცხადებით, იუანის კურსის ვარდნა ცალმხრივობამ, სავაჭრო პროტექციონიზმმა და ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებამ გამოიწვია.

აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ხაზინის მდივანი, სტივენ მნუჩინი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან იმუშავებს, რომ ჩინეთის ბოლო მოქმედებებისგან შექმნილი უსამართლო კონკურენციული უპირატესობა აღმოიფხვრას.

„ჩინეთმა ვალუტა თითქმის ისტორიულ მინიმუმამდე გააუფასურა. ამას „ვალუტის მანიპულაცია“ ეწოდება“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დონალდ ტრამპმა. ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ამბობენ, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება გლობალურ ფინანსურ ბაზრებს შეარყევს.

1tv.ge