საზოგადოება
ივლისში რუსი ტურისტების რაოდენობა 15 პროცენტით შემცირდა

 საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. მიმდინარე წლის ივლისში გასულ წელთან შედარებით 14,8 პროცენტით ნაკლები რუსი ტურისტი შემოვიდა. ამის მიუხედავად, საქართველოში ტურისტების რაოდენობა ერთი პროცენტით გაიზარდა. მონაცემები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

გასული წლის ივლისში საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 169 857 დან 159 063-მდე (-6,4%) შემცირდა, ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი კი 127 065-დან 108 214-მდე.

საჰაერო გზით საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა (-48,8%) და 43 073-დან 22 061-მდე შემცირდა. მოთხოვნა გაზრდილია სხვა ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე: სახმელეთო (+7,1%), სარკინიგზო (+85,5%) და საზღვაო (57,9%).