აქტუალური
აზერბაიჯანის გავლით საქართველოს მონახულებას სულ უფრო მეტი რუსი ტურისტი იწყებს

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. 22 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის 3,974 მოქალაქე ეწვია საქართველოს აზერბაიჯანის გავლით. ამის შესახებ ნათქვამია თიბისი ბანკის განყოფილებa TBC Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

რუსი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში აზერბაიჯანის გავლით მოგზაურობენ, წლიური გადაანგარიშებით 1,6% -ით გაიზარდა.

ივლისის მეოთხე კვირაში აზერბაიჯანს რუსეთის 53,682 მოქალაქე ეწვია, რაც 6.8% -ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რუსი ტურისტების უმრავლესობა - 50.062 ადამიანი - საქართველოში ხმელეთით გაემგზავრა. ეს მაჩვენებელი გაიზარდა 14.8% -ით.