უცხოეთი
„გირგვლიანის ქეისის შემდეგ, ვანო მერაბიშვილის ადგილზე გადავდგებოდი“ - ზურაბ ადეიშვილი

 საქართველო, 2 აგვიტო, საქინფორმი. (რეზონანსი) იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ამ გადმოსახედიდან, ის, რომ ვანო მერაბიშვილის ადგილზე ყოფილიყო გირგვლიანის გახმაურებული საქმის შემდგომ გთანამდებობიდან გადადგებოდა.

ტელეკომპანია „რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან გამართული ინტერვიუს სრული ჩანაწერი გაავრცელა.

ნიკა გვარამიას კითხვაზე - ვანო მერაბიშვილის ადგილზე ადეიშვილი რომ ყოფილიყო, გირგვლიანის ქეისის შემთხვევაში გადადგებოდა თუ არა, ადეიშვილი პასუხობს: „ალბათ - კი"

„გირგვლიანის ქეისის შემდეგ, ვანო მერაბიშვილის ადგილზე გადავდგებოდი. სამართალდამცავ ორგანოებს, უფრო მეტ საშუალებას მივცემდი მუშაობისთვის და ასევე, საკუთარ თავს მივცემდი საშუალებას, რომ არ ამეღო იმაზე მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვიდრე უნდა აიღოს ადამიანმა", - განაცხადა ადეიშვილმა.

ნიკა გვარამიამ, მოკლედ შეაფასა მისი ეს განცხადება და განმარტა, რომ თუ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, გირგვლიანის საქმის შემდეგ გადაგებოდა, ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ამით გადარჩებოდა პოლიცია დარტყმისგან, ასევე, გადაარჩენდა საკუთარ თავს არასაჭირო პოლიტიკური გაგრძელებისგან და იმ პოლიტიკურ კლასს რომელსაც მიეკუთვნებოდა - ადეიშვილი გვარამიას ამ შეფასებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამ გადასახედიდად ის ასე ფიქრობს, თუმცა მაშინ მერაბიშვილისთვის გადადგომა არ ურჩევია, „მაშინ მეგონა, რომ ვანოს გადადგომა დიდი საფრთხე იყო ქართული სახელმწიფოსთვის და ამიტომ არ ვურჩიე გადადგომა", - განაცხადა ადეიშვილმა.

გვარამიამ კი, რეპლიკის სახით უთხრა, რომ „საბოლოო ჯამში გირგვლიანის ქეისი დარჩა, სამუდამო დამოკლეს მახვილად იმ ხელისუფლებისთვის რომელსაც წარმოადგენდი", - მიმართა გვარამიამ ადეიშვილს.

resonancedaily.com