პუბლიკაციები
ხიდირბეგიშვილი: ძაფები „რუსთავი 2“ -ის ბინძური სამზარეულოდან მოკლული ჟვანიასა და კიწმარიშვილის საფლავებამდე მიდის!

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. “ტელეარხი “რუსთავი 2” დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულმანქანა იყო”, - განაცხადა პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა, “საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ჰიდირბეგიშვილმა (მოუსმინეთ აქ).

დღეს არხის სარედაქციო პოლიტიკა თავისუფალი უნდა იყოს. ოღონდ კატეგორიულად თავისუფალი - რუსოფობიისა და პროპაგანდის გარეშე! ისეთივე, როგორც სხვა ტელეარხებისა. თუმცა, სხვა ტელევიზიებიამ მხრივ დიდად ვერაფრით დაიკვეხნიან,… ”- განაცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik-თან ინტერვიუში.

ხიდირბეგიშვილმა ასევე უპასუხა “საქინფორმის” მკითხველთა შეკითხვებს, რომლებმაც ბოლომდე ვერ გაარკვიეს, რა ხდება არხის წილებთან დაკავშირებით. ”ეს დავიდარაბა კიდევ ერთხელ ამტკიცებს - რა ბინძური მანქანაა რუსთავი 2”. სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ტელეარხი დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელ - ხალვაშს. წერტილი! რა დვალი და აქიმიძე, ვისთვისაც ხალვაშს რატომღაც წილის 40%-ის ჩუქება სურს, ისინი კი უარს ამბობენ?! ეს ყველაფერი ძალიან ბინძური სამზარეულოა, რომლის ძაფებიც მკლულკიწმარიშვილისა და ჟვანიას საფლავებამდე მიდის - ძალაუფლების ამ მედია-მექანიზმის ნამდვილი შემქმნელისა და კურატორისა, - ხაზგასმით აღნიშნა ხიდირბეგიშვილმა, - სწორედ ამიტომ მოკლეს ისინი, რადგან ვინც “რუსთავი 2”-ს ფლობდა, ის ფლობდა საქართველოსაც!”.

კითხვაზე - რა ახალი ტელევიზიის შექმნას აპირებს დავით კეზერაშვილი? – “საქინფორმის” მთავარმა რედაქტორმა, კერძოდ, უპასუხა: “კეზერაშვილი - ეს ცნობილი დამნაშავე და დიდი მაქინატორია, 08.08.08 - თავდაცვის მინისტრი, მილიარდერი და სააკაშვილიმოლარე. ის ქმნის ახალ ტელევიზიას თავისი მეპატრონის - სააკაშვილის შეკვეთით, რადგან ამ უკანასკნელმა „რუსთავი 2დაკარგა!რუსთავი 2-ში მომუშავე პროვოკატორთა მთელი ჯგუფი საბოლოოდ ახალ ტელევიზიაში გადავა, მათ შორის, გვარამიასა და გაბუნიას „ტკბილი წყვილიც”, თუ მანამდე გვარამია ციხეში არ ამოყო თავი...“.