საზოგადოება
თბილისის მცხოვრებლებს გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ მოემსახურება

 საქართველო, 1 აგვიტო, საქინფორმი. თბილისის მცხოვრებლებს ამიერიდან გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ მოემსახურება.

აღნიშნულის შესახებ საუბარია „თბილისი ენერჯის“ სპეციალურ განცხადებაში.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეცმართვის რეჟიმი 2019 წლის 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტის გადმობარება ქართულმა ბიზნესჯგუფმა დაიწყო, რომელმაც თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100% შეიძინა.

დღეიდან კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა, გულისხმობს ბრენდის ლოგოს, ფერისა და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას.

გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მცხოვრებლებს „თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „თბილისი ენერჯისთვის“ პრიორიტეტია დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა.

კომპანია ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გაზის უსაფრთხო მოხმარებას უკავშირდება და აბონენტებთან ერთად, რომლებიც კანონმდებლობით თავად არიან პასუხისმგებლები საკუთარ ფართში გაზდანადგარების სწორ ექპლუატაციაზე, სექტემბრიდან ფართო მასშტაბიან კამპანიას გეგმავს, რომელიც სრულად მიმართული იქნება ბუნებრივი გაზის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.

ამჟამად დაწყებულია „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოები. გაზგამანაწილებელი კომპანიის ბიზნესგეგმით ქსელის რეაბილიტაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც ასევე გაუმარტივებს აბონენტებს კომპანიასთან ურთიერთობას, ყოველწლიურად საშუალოდ 30-მილიონიანი ინვესტიცია იგეგმება.

„თბილისი ენერჯი“ წარმოადგენს ქართულ ბიზნეს ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.