უცხოეთი
დონალდ ტრამპის განცხადებით, მიკრობლოგ „თვითერის“ გამოყენება მედიისგან დაცვის ერთადერთი ფორმაა

 საქართველო, 1 აგვიტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიკრობლოგ „თვითერის“ გამოყენება მედიისგან დაცვის ერთადერთი ფორმაა.

ტელეკომპანია „სი-სპანთან“ ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებების მიერ მისი საქმიანობის მიუკერძოებლად გაშუქების შემთხვევაში, „თვითერში“ დაწერა აღარ დასჭირდებოდა, თუმცა მედია ამას არ აკეთებს.

„მე ამით გაოცებული და ძალიან გაკვირვებული ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი გამარჯვებაა, ისინი მართლა არაკორექტულად აშუქებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ სოციალურ ქსელში დაწერილ 43 ათას შეტყობინებას შორის არ არის რაიმე ისეთი შენიშვნა, რომელზეც ნანობს.

1tv.ge