რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს თავად ქართველებმა უღალატეს

 მკითხველს ვთავაზობთ საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის ინტერნეტ-პრესკონფერენციის მესამე და საბოლოო ნაწილს, რომლის მიმდინარეობისასაც მან უცხოელი მედია კორესპონდენტების შეკითხვებს უპასუხა.

- საინტერესო ფაქტი: საქართველო და უკრაინა პოსტსაბჭოთა სივრცის ორი ქვეყანაა, სადაც სააკაშვილის "ფერადი რევოლუციების" ძირითადი შედეგები (დასავლეთი მეგობარია, რუსეთი - მტერი), რევიზიას არ დაქვემდებარებია. საქართველო სამხრეთ კავკასიის ერთადერთი რესპუბლიკაა, რომელსაც ჯერაც არ გამოურკვევია თავისი ეროვნულინტერესები და თითქმის ყველა მეზობელთან პრობლემები აქვს. თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს ამის მიზეზი?

- ყველაფერი ძალიან მარტივია. როდესაც დასავლეთში გაჭირდა მილიარდებით სწრაფად ხელის მოთბობა, იქ გამოიგონეს "საბჭოთა სამხედრო საფრთხე". ის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს, ხოლო დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენებისა და ბანკირების დინასტიები ფანტასტიკურად გამდიდრდნენ ომებითა და შეიარაღებებით.

როდესაც დასავლეთის მიერ ხელისუფლების სათავეში მოყვანილმა ქართველმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს სწრაფად ქცეულიყვნენ მილიონერებად, ისინი შეიარაღდნენ "რუსული სამხედრო საფრთხით". ის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს, ხოლო სააკაშვილი და მისი უნიფხვო თანაგუნდელები ზღაპრულად გამდიდრდნენ დასავლური გრანტებით, 08.08.08 ომითა და იარაღისა და ნარკოტიკებით ვაჭრობით. ანტირუსული პროპაგანდისთვის გადარიცხული ასობით მილიონი დოლარი გადაეცა მათ მიერ კონტროლირებად მედია საშუალებებსა (კერძოდ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს) და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ნერგავდნენ საქართველოში მტრის ხატს რუსეთის სახით, აყალბებდნენ კვლევებს "რბილი ძალისა" და კრემლის "ჰიბრიდული ომის" შესახებ.

პირველსა და მეორეს შორის განსხვავება ისაა, რომ ამერიკელი და ევროპელი ბიზნესმენები და ბანკირები თავიანთი ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოქმედებენ, საქართველო კი თავად ქართველებმა გაყიდეს! მათ თითქმის მიაღწიეს თავის მიზანს: ქვეყნის მოსახლეობაში მოიცვა იმედგაცრუებისა და უიმედობის ატმოსფერომ, უმუშევრობისა და გაჭირვების გამო საქართველო 1 მილიონმა ადამიანმა დატოვა - ჯანსაღად მოაზროვნე და შრომისნაყოფიერმა ადამიანებმა, რომლებმაც სარჩოს საშოვნელად რუსეთსა და ევროპას, თურქეთს, აშშ-სა და ისრაელს მიაშურეს და არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ საქართველოში სიტუაცია ძირეულად არ შეიცვლება.

საქართველოში 2.5 მილიონზე ნაკლები ადამიანი დარჩა, რომელთა დიდი უმრავლესობა - 2 მილიონზე მეტი - რუსეთის ფედერაციასთან კავშირის მომხრეა. მაგრამ დღეს საქართველოში არ არსებობს არცერთი პარტია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდა, ხოლო რამდენიმე ვითომდა პრორუსული პარტია ბლეფია, რომლის შემოწმებაც ძალიან ადვილია ერთი შეკითხვით: "არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?". "რა თქმა უნდა, ოკუპანტია!" - ერთხმად უპასუხებენ მათი ლაჩარი ლიდერები. თავის საჯარო გამოსვლებში (თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ქართულად, რომ მოსკოვში არ გაიგონ!) ეს ფარისევლები აცხადებენ, რომ "რუსეთს უნდა დავუტკბეთ, რათა ჭკუით ვაჯობოთ და შემდეგ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ". ელემენტარულ ორპირობას ისინი "უმაღლეს პოლიტიკურ პილოტაჟად" მიიჩნევენ და ავიწყდებათ თუ რა ძვირად დაუჯდა ასეთი ორპირობა საქართველოს, როცა მეფე ერეკლე მეორემ მარჯვენა ხელიმოაწერა გეორგიევსკიტრაქტატს და მელანმა გაშრობაც ვერ მოასწრო, რომ მარცხენა ხელით თურქებთან მიმოწერას შეუდგა, ან როცა შევარდნაძე დასავლეთისდა რუსეთს შორის “ბალანსირებდა“.

ფსევდო-პატრიოტული "პრორუსულ" ძალებს არ ჩამორჩა არც საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ - მისი უიღბლო პრეზიდენტი, რომელიც გავილოვის დელეგაციასა და გაბუნიას ბინძურ მონოლოგთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ წუხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას შეეძლო ხელი შეეშალა საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირში წინსვლის საქმეში, მოახდენდა რა დემოკრატიის დეფიციტის დემონსტრაციას ქვეყანაში, ანდა გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო ქმედებებს

- თქვენი აზრით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი ანომალური სიტუაცია საქართველოში?

- გაურკვევლად დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ხელისუფლების სათავეში, დასაწყისისთვის - თუნდაც საპარლამენტო ფრაქციის სახით, არ მოვა პარტია, რომელსაც ექნება პოტენციალი, დაარეგულიროს საქართველოს ურთიერთობები აფხაზებსა და ოსებთან, რუსეთთან და თავის მეზობლებთან ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში, რითაც კეთილდღეობას მოუტანს ქართველ ხალხს.

ან სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გადაკვეთს "წითელ ხაზს" და არ მოაწერს ხელს აქ ნატო-სა ან აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ ხელშეკრულებას, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვება რუსეთისა და თურქეთის ჯარების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე - დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში.

არც პირველი და არც მეორე არ შედის აშშ-ის ინტერესები, მაგრამ ახლა საქართველოც კი არ არის მესამე პლანზე: დღეს ორი ექსცენტრული ჟღალთმიანი პოლიტიკოსი - პრეზიდენტტრამპი და პრემიერი ჯონსონი - პროფესიონალურად მართავენ შოურუსეთსა და ევროპასთან და ამ "კვადრატში" საქართველოსთვის ადგილი არცერთ "კუთხეში" არ არის.

- თუ არა აშშ-ის, მაშ ვის ინტერესებში შედის საქართველოში რუსული და თურქული ჯარების განთავსება?

- უკრაინის მსგავსად, საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთად დაყოფა, და, ყირიმის მსგავსად, მისგან აჭარის მოწყვეტა სააკაშვილისა და დედამისის - თურქოლოგისა და მოქადაგე გიულენის მეგობრის, პარტია „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისა და სატელიტების - ანუ პრაქტიკულად მთელი ქართული ოპოზიციის პირდაპირ ინტერესებშია. მთელი საქართველოს ხელში ჩაგდება მათ აღარ შეუძლიათ, სამეგრელოსა და აჭარაში კი სტაბილური ელექტორატი დარჩათ, ამიტომ იმედი აქვთ, რომ იქ საიმედო დასაყრდენს შექმნიან.

გგონიათ, სააკაშვილმაპარლამენტმა ქუთაისში შემთხვევით გადაიტანა?! ანდა უცებ რატომ ალაპარაკდნენ „ნაციონალები“ ქუთაისის აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ვითომდა აფერხებდა და რომელიც სხვადასხვა მიმართულებით უნდა ამოქმედდეს, რათა ამით რუსეთთან საჰაერო კავშირის გაწყვეტის კომპენსირება მოხდეს? სწორედ იმიტომ, რომ სურთ რუსეთ პროვოცირება ახალ სამხედრო მოქმედებებზე და საქართველოორ ნაწილად დაყოფა - დასავლეთად, სადაც ცენტრი ქუთაისი იქნება, და სადაც უკანასკნელ ნავსაყუდელს პოვებენ, და აღმოსავლეთად, დედაქალაქით თბილისში. ასეთი პროექტი უკვე განიხილებოდა თბილისიდან საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაძევების შემდეგ - ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ფორმირებები გამარჯვების მარშით მივიდოდნენ ქუთაისამდე, რომ არა რუსული სამხედრო კონტინგენტი ადმირალ ბალტინის ხომალდებიდან.

2019 წლის 29 ივლისი
საქართველო, თბილისი