პუბლიკაციები
საქართველოში სამოქალაქო ომი მზადდება - საქინფორმის მთავარი რედაქტორის მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას

   ბატონო მინისტრო!

20-21 ივნისის ღამეს თქვენი გადამწყვეტი მოქმედებების წყალობით საქართველოში არ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და არ დაწყებულა სამოქალაქო ომი. “საქინფორმიაანალიზებს ყველა ინფორმაციას ქართულ მედიაში, ასევე, სარწმუნო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც აცხადებს - ანტისახელმწიფოებრივ ნეოფაშისტური ძალებს ხელი არ აუღიათ თავიგეგმებზე და სამოქალაქო ომს ამზადებენ საქართველოში, სადაც ქართველებმა, მათი ჩანაფიქრის თანახმად, ქართველები უნდა დახოცონ, მეზობელმა მეზობელი მოკლას, ნათესავმა - ნათესავი. ამ პროცესებს ხელმძღვანელობს სააკაშვილი თავისი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მეშვეობით, რომლის გარშემოც გაერთიანდნენ დესტრუქციული ძალები, ასაც არ მალავენ და საჯაროდ მოქმედებენ ერთიანფრონტით.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ შემდეგი ქმედებებისკენ:

1. მიბაძეთ პრეზიდენტ ერდოღანის მაგალითს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩაფლავების შემდეგ, კერძოდ, საქართველოში სისხლისღვრისა და დესტაბილიზაციის მიზნით, პროვოკაციების მომამზადებელი საკვანძო პირების დაპატიმრება. ოქრუაშვილის დაგვიანებული დაპატიმრება აშკარად საკმარისი არ არის - ბობოხიძე, ბარამიძე, უგულავა და რამდენიმე ასეული მათი თანამოაზრე-პუტჩისტი, რომლებმაც არაერთგზის დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსი, დაუყოვნებლივ უნდა იქნენ დაპატიმრებული;

2. საზოგადოება გაოცებითა და აღშფოთეით უყურებს, თუ რა არხეინად განაგრძობს მაუწყებლობას პროპაგანდისტული დივერსიული ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომელსაც უწინდებურად ხელმძღვანელობს გვარამია (ფარულად, სახლიდან). აუცილებელია ნაცისტური ტელეარხის მაუწყებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მის სრულ რეორგანიზაციამდე და, მასთან ერთად, “ნაცმოძრაობისმიერ დაფინანსებული რამდენიმე მედიარესურსისა;

3. აუცილებელია სასწრაფოდ გაიწმინდოს საქართველოს დედაქალაქის მთავარგამზირი, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ანტისანიტარიული კერისგან - ალქაჯების შაბაში, პოლიტიკურდა ნატურალური მეძავები, ნარკომანები და პედერასტები არცხვენენ ძველი თბილისის კულტურულ სახეს;

4. საქართველოში უნდა კრძალოს ნეოფაშისტური, ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა - მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომელთა შორის თქვენ, ბატონო მინისტრო, დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობთ, გთხოვთ გამოხვიდეთ ინიციატივით - ბოლოსდაბოლოს გაუქმდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი პარტიების რეგისტრაცია, ხოლო მათ ლიდერებს კრძალოთ საზოგადოებრივ- პოლიტიკურსაქმიანობა. სწორედ ამას ელის 2012 წლიდან საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი "ქართული ოცნებისგან“;

5. და ბოლოს: ბატონო მინისტრო! სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუდგებოდით სათავეში, წარმატებული ბიზნესმენი და ბიზნეს-ომბუდსმენი იყავით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნა უკავშირდება არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას და ოპოზიციის საბოტაჟს? მაგალითად, რამდენად მიზანშეწონილია ახლა, გაგრძელდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისდა ევროპის განვითარების ბანკის რეკომენდაციები სავალუტო რეზერვების შევსების შესახებ? ეგებ დოლარი სწორედ იმიტომ ძვირდება, ომ ეროვნული ბანკი მუდმივად ყიდულობს გარკვეული რაოდენობის ვალუტას - რითაც იღებს მას თავისუფალმიმოქცევიდან და ხელოვნურად ქმნის დოლარის დეფიციტს?

ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალისტი არ ვარ, ამიტომ შეიძლება ცდებოდე, მაგრამ, როგორც თავადაც გესმით, ლარის კურსი სასწრაფოდ უნდა დასტაბილურდეს და მაქსიმალურად დაბრუნდეს უწინდელ ნიშნულებს. ოპოზიცია, რომელსაც მხარს უჭერს ხალხისათვის საძულველი ბევრი არაკეთილსინდისიერი ბანკირი და ბიზნესმენი, ყოველდღიურად მდიდრდება ინფლაციის წყალობით, ხალხი კი სრულიად გაღატაკებულია...

ბატონო მინისტრო!

ნებისმიერი საჯარო სამსახური გარდამავალია. იქნებ დაფიქრებულიყავით პოლიტიკური კარიერის გაგრძელების თაობაზე, ხალხის რჩეულის სახით და გარშემო თანამოაზრენი შემოგეკრიბათ? საპარლამენტო არჩევნებამდე ხომ ერთი წელიღა დარჩა.

პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2019 წლის 29 ივლისი
საქართველო, თბილისი