სამართალი
გურამიშვილის გამზირზე ორი მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 78 ნომერში ორი ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ამასთან, როგორც მეზობლები საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობენ, სროლის ხმა მათ არ გაუგიათ.

მათივე ცნობით, მოკლული მამაკაცები სავარაუდოდ, ძმები არიან.

ცხედრები საცხოვრებელ ბინაში იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.