სამართალი
გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა.

გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში თავშესაფარზე 2 111 განაცხადი შევიდა, 2018 წლის იანვარ-ივნისში კი, ეს მაჩვენებელი 2 640-ს შეადგენდა.

ამასთან, კლების დინამიკა ფიქსირდება თვეების მიხედვითაც. თუ 2019 წლის იანვარში შესაბამისი მოთხოვნით 534 განაცხადი შევიდა, ივნისში 182 მოთხოვნა დაფიქსირდა.

2018 წელს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების 4 265 განაცხადი იყო შესული, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 23 პროცენტით აღემატებოდა.