აქტუალური
დავით ზალკალიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღანელს ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდა.

როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დავით ზალკალიანი წერს, შეხვედრაზე მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გარღმავების შესახებ მზადყოფნა დაადასტურეს.

მოხარული ვარ, დღეს თბილისში მივიღო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩემი მეგობარი და კოლეგა ზოჰრაბ მნაცაკანიანი. ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას, კიდევ უფრო გავარღმავოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები“, – წერს ზალკალიანი.