უცხოეთი
ანკარას დაინტერესების შემთხვევაში, რუსეთი მზადაა თურქეთში „სუ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები განათავსოს

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ანკარას დაინტერესების შემთხვევაში, რუსეთი მზადაა თურქეთში „სუ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები განათავსოს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ხელმძღვანელმა განაცხადა.

„თუ ჩვენი თურქი კოლეგები გამოხატავენ სურვილს, ჩვენ მზად ვართ შევიმუშაოთ „სუ-35“-ის მიწოდების გეგმა“, – განაცხადა სერგეი ჩემეზოვმა.

ასევე, მოსკოვში ამბობენ, რომ თუ თურქეთი „ეფ-35“-ის პროგრამაში მონაწილეობას დაასრულებს, რუსეთმა თურქეთს შესაძლოა „სუ-57“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები მიჰყიდოს.

17 ივლისს ვაშინგტონში განაცხადეს, რომ თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ეს-400“-ის შეძენა, „ეფ-35“-ის პროგრამაში თურქეთის მონაწილეობას შეუძლებელს ხდის.

1tv.ge