აქტუალური
საქართველოს ეკონომიკა – ყველაზე წარმატებული მიმართულებები

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მშპ-ის ზრდამ 2019 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4,9% შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის, ტურიზმით მიღებული შემოსავლების და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინების ზრდა.

მიმდინარე ფასებით 2019 წლის იანვარ-მარტში მთლიანმა შიდა პროდუქტმა დაახლოებით 3,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 2,4% შეადგინა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ვარაუდობენ, რომ 2022 წელს ეკონომიკის ზრდა 6% იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას 4,6%-ის დონეზე პროგნოზირებს. ამასთან, როგორც ფონდში აღნიშნეს, მოსალოდნელია, რომ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციები გადაწონის შედარებით დაბალ საგარეო მოთხოვნას და დაკრედიტების შედარებით ნელ ზრდას.

მსოფლიო ბანკმა, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019 წელს გააუარესა 5%-დან 4,6%-მდე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება და 4,6%-ს შეადგენს, ხოლო 5%-მდე აღდგება 2021 წლისთვის.

Sputnik-georgia.com