პოლიტიკა
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა მოქმედი ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა - სლუცკი

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა მოქმედი ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ურთიერთობები აღდგება, მაგრამ ნაკლლებად სავარაუდოა, რომ ეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდეს. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ისედაც რთულია, სიტუაციის დამძიმება არ ღირს“, – განაცხადა სლუცკიმ.