საზოგადოება
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ღიად აღიარა საქართველოს საზღვაო პორტებით დაინტერესება რუსეთის შესაკავებლად

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საქართველო არის უნიკალური ადგილი შავ ზღვაზე რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა.

მან ქვეყანას საქართველოს ევროპული გზის მე-16 კონფერენციის მასპინძლობა მიულოცა.

წელს ეს კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილეობის 10 წლისთავს. ეს არის კარგი დრო ყველა წარმატების საზეიმოდ“, – აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ელიზაბეთ რუდმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობაზე ისაუბრა.

აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა ძლიერია ისეთ სფეროში, როგორიცაა უსაფრთხოება და სამხედრო თანამშრომლობა, როლის ერთ-ერთი ფოკუსია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. საქართველო არის უნიკალური ადგილი შავ ზღვაზე რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად. ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობაც და ასევე თანამშრომლობა ნატო-ს ფარგლებში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებთან.