პოლიტიკა
ევროპა საქართველოს ადვოკატი უნდა იყოს რუსეთის წინაშე, ანუ „ორიანი“ გეოგრაფიაში სალომე ზურაბიშვილს

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. სულ ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა - ქართული წარმომავლობის ფრანგმა სალომე ზურაბიშვილმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა - თავის გამოსვლაში რუსეთის ხელმძღვანელობას მიმართა მოწოდებით - არ შეზღუდონ ტურისტების ნაკადი საქართველოში, არ გააუქმონ ავიამიმოსვლები და არ შემოიღონ ემბარგო ქართულ პროდუქციაზე.

სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ხანმოკლე ეპიზოდი აღმოჩნდა - ზურაბიშვილს კვლავ „დაეკარგა რუკაზე“ მეზობელი რუსეთი და შემოვლით გზას დაადგა - სთხოვა შორეულ ევროპას, საქართველოსთვის ადვოკატობა გაეწია მისი რუსი მეზობლის წინაშე, რომლამდეც საპრეზიდენტო სასახლიდან პირდაპირი გზით რამდენიმე ათეული კილომეტრია.

ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, ისინი შუამავლები თუ არა, საქართველოს ადვოკატები უნდა იყვნენ, გააგებინონ რუსეთს, რომ მას მეზობლებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის ფონზე, პარტნიორი სახელმწიფოების როლზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ამიტომ ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს. ისინი შუამავლები თუ არა, საქართველოს ადვოკატები უნდა იყვნენ, გააგებინონ რუსეთს, რომ მას მეზობლებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთპატივისცემის პრინციპსა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა. მხოლოდ ასე შეიძლება რეგიონში სტაბილურობის გაძლიერება.

საქართველო გამორჩეულად სტაბილური ქვეყანაა საკმაოდ არამშვიდ რეგიონში. ამ რეგიონში არასტაბილურობის ბევრი კერაა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენა დიდმა მეზობლებმა უფრო მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ ამის მიმართ. ეს სიგნალი ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა მიიტანონ რუსეთამდე, როდესაც მასთან რეგიონულ საკითხებს განიხილავენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.