სამართალი
აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან შვილთან ერთად დააკავეს, ბავშვი დედას დაუბრუნდა

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ბეგლარ წილოსანი არასრულწლოვან შვილთან ერთად დააკავეს.

აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავება ახალ ათონში მოხდა. მათივე განცხადებით, მამაკაცმა არასრულწლოვან, 2015 წელს დაბადებულ ქალიშვილთან ერთად, ე.წ. საზღვარი გალის რაიონის სოფელ საბერიოსთან გადაკვეთა.

გოგონას ასაკისა და ჟენევის დისკუსიის ფორმატის გათვალისწინებით, გოგონა ევროკავშირის სამშვიდობო მისიის თანდასწრებით, ენგურის ხიდზე დედას თამარ გოგსაძეს გადასცეს. დაკავებული მამაკაცი კი გალის იზოლატორში მოათავსეს“, – აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში.

საქართველოს მოქალაქეების, ბეგლარ წილოსანისა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე იმყოფება საკუთარ ოჯახში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აცხადებენ სუს-ში.

უწყების ცნობით, ამჟამად, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია საერთაშორისო ორგანიზაციები.

არასრულწლოვნის დედა ბავშვის დაკარგვის შესახებ სოციალური ქსელშიც წერდა.