საზოგადოება
მზად ვართ, საქართველოსთან ურთიერთობებში ჰარმონია აღვადგინოთ, თუ ეს საქართველოსა და მის ხალხს სურს - კონსტანტინ კოსაჩოვი

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია, თუ საქართველოს ამის გაკეთება სურს, – როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველამ უნდა მოვიხმოთ ჯანსაღი ძალები ქართულ საზოგადოებაში იმ სირთულეების მიუხედავად, რაც ჩვენ ურთიერთობებში ხდება, გადავლახოთ ის უბედურება, რომელიც შეემთხვა ქართველ ერს – საკმაოდ აგრესიული და ძალიან ზედაპირული ნაციონალიზმის უბედურება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენს ურთიერთობებში ჰარმონია აღვადგინოთ, თუმცა იმ პირობით, თუ ეს საქართველოსა და მის ხალხს სურს“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

გუშინწინ რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების დაწესების შესახებ. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს არ დააწესებდა, როგორც თავად აღნიშნა, „ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“.