საზოგადოება
ჩვენ არ შეგვიძლია პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ! - თბილისი მერი კალაძე

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ამას მარტივი სახელი ჰქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელიაპატრიოტიზმითშენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ჰქვიასაკუთარი ქვეყნის მტრობა.

ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!“, – წერს კახა კალაძე.