საზოგადოება
კითხვები მეტად აღარ არსებობს - ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს! - პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საზოგადოებამ დაინახა, რომ „რუსთავი 2“-მა და მისმა მმართველმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოაწყო პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რა გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ „რუსთავი 2“-ს, თუ მის მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს, საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი და ვერავინ შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის განვითარებასა და დასავლეთში ინტეგრაციას.

ამის გადაბრალება მხოლოდ ერთ ჟურნალისტზე არის პასუხისმგებლობის და სიტუაციიდან თავის დაძვრენის მცდელობა. რაც მთელმა საზოგადოებამ დაინახა არის ის, რომრუსთავი 2“-მა და მისმა მმართველმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოაწყო პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. რა გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთრუსთავი 2“-, თუ მის მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს, საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი და ვერავინ შეუქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და დასავლეთში ინტეგრაციას. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო შენიღბული ვითომ პატრიოტიზმით, ვითომ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვით, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო პროვოკაცია საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს პოლიტიკოსების განცხადებებზე, რომლებმაც აღნიშნეს, რომ რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს „რუსთავი 2“-ში გასული გიორგი გაბუნიას მონოლოგი.

არანაირი მუქარა არ ყოფილა. მედიის საქმიანობას პირველ რიგში აფასებს საზოგადოება და გუშინ დაინახეთ, რა იყო საზოგადოების შეფასება ამ პროვოკაციაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული მიმართვა შეაფასა, როგორც პროვოკაცია, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილი, მიმართული საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. საკითხს გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.

გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეეწყვიტა მაუწყებლობა „რუსთავი 2“-ს, ბოდიში მოეხადათ. მოგვიანებით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.

„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა 8 ივლისს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.