უცხოეთი
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ვიქტორ იუშენკოს ქონების დაყადაღების თხოვნით მიმართა

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს ქონების დაყადაღების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკიე ნოვოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქმე ეხება ვიქტორ იუშენკოს მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას, თუმცა ქონების სია არ გასაჯაროებულა.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე 6 ივნისს აღძრა. მას 540 მილიონი უკრაინული გრივნის (20 მილიონი დოლარი) ოდენობის სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ადამიანების ჯგუფთან შეთქმულებით და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ვიქტორ იუშენკომ სახელმწიფო ქონება დაისაკუთრა, მათ შორის: შენობების კომპლექსები და მიწის ნაკვეთები. თავად იუშენკო ბრალდებებს უარყოფს.

1tv.ge