აქტუალური
საქართველოში საწვავი გაძვირდა

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების უმეტესობამ საწვავი გააძვირა. ამის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ლარის გაუფასურებაა. თუმცა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო პერიოდში საწვავის საერთაშორისო ფასებიც გაიზარდა.

რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება 5 თეთრით გაიზარდა. „სოკარისქსელში ახალი ფასი 2,48 ლარია, „ვისოლში“ – 2,54 ლარი, „ლუკოილში“ – 2,46 ლარი, „გალფში“ – 2,54 ლარი.

3-6 თეთრით გაიზარდა სხვა ტიპის ბენზინისა და დიზელის ფასიც.