უცხოეთი
რუსეთში წყალქვეშა ნავზე ხანძრისას 14 ადამიანი დაიღუპა

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. რუსულ წყალქვეშა საკვლევ აპარატზე ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

გავრცელებული ცნობით, აალება ბიომეტრიული გაზომვების დროს, პირველ ივლისს მოხდა. აალებადი პროდუქტების ნამწვმა მეზღვაურების გაგუდვა გამოიწვია. ღრმაწყლოვან აპარატს რუსეთი ოკეანეების შესასწავლად იყენებს.

1tv.ge