სამართალი
სტრასბურგის სასამართლო 18 ივლისს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, „რუსთავი 2“-ისა და გოგალაძის საქმეებზე გადაწყვეტილებებს გამოაქვეყნებს

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო სამ ქართულ საქმეზე გადაწყვეტილებებს გამოაქვეყნებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალურად ეცნობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამ სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10:00 საათზე გამოქვეყნდება.

ეს საქმეებია: ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (.. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანიარუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზიასაქართველოსაქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები)“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.