უცხოეთი
არ შემოვუშვებთ – შს მინისტრი გავრილოვის ხელახალ ვიზიტზე

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს საქართველოში არ შემოუშვებს.

“არ შემოვუშვებ, არ შემოვუშვებ”, – განაცხადა გახარიამ სერგეი გავრილოვის საქართველოში მორიგი ვიზიტის განზრახვის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას ისევ აპირებს, ამჯერად, პირადი გეგმებით. ამის შესახებ Interfax წერს.

“მე ძალიან მინდა, მაქვს პირადი გეგმები. ჩვენ ვგეგმავდით შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად ჩასვლას და პილიგრიმობას, როდესაც სიცხეები გადაივლის. მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს“, – ამბობს გავრილოვი.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ თბილისში ჩამოსვლაზე რუსეთის პატრიარქ კირილისგან კურთხევა მიიღო.

netgazeti.ge