უცხოეთი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„27 ივნისიდან ევროკავშირის საბჭომ 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა ეკონომიკური სანქციების მოქმედების ვადა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ცალკეული სექტორების წინააღმდეგაა მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის საბჭოს სანქციების ვადის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა 20-21 ივნისს გამართულ ევროკავშირის სამიტის დროს მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიისა და დონბასში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის ჩართულობის გამო დააწესა.

1tv.ge