პოლიტიკა
გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილებას მიესალმება

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. „გაერო- განვითარების პროგრამა (UNDP) მიესალმება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ“, – ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) განცხადებაშია აღნიშნული.

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე პროტესტის პირობებში ეს არა მხოლოდ მისასალმებელი კომპრომისი, არამედ დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ისეთი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს, რომელიც სრულად ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მისწრაფებებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ გადაწყვეტილების შესრულება მოითხოვს შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებასა და მიღებას, და გამოვთქვამთ იმედს, რომ საკანონმდებლო საქმიანობა წარიმართება როგორც თანამონაწილეობითი პროცესი, რომელშიც საქართველოს პოლიტიკურ და სამოქალაქო მოთამაშეთა ფართო სპექტრი ჩაერთვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), როგორც საქართველოს მრავალწლიანი მხარდამჭერი დემოკრატიული გარდაქმნების გზაზე, მზად არის, დახმარება გაუწიოს ყველა შესაბამის ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო და საარჩევნო რეფორმებს უკავშირდება.