აქტუალური
ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს პრეზიდენტს პიტერ ფოსტერს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება და ყაზახური ავიაკომპანიის გეგმები საქართველოში საქმიანობის შესახებ. აღინიშნა, რომ Air Astana წარმატებით მუშაობს საქართველოს ბაზარზე და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე.