საზოგადოება
საქართველოში არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების დროს დაზარალებულ პუტჩისტებს სახელმწიფო უმკურნალებს, მაგრამ არა ციხის საავადმყოფოში, არამედ საზღვარგარეთის საუკეთესო კლინიკებში

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებულ ყველა პაციენტს, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათ ყველა საჭირო მომსახურება გაეწევათ, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, კახ კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი 18 წლის გოგონაა, რომელიც კლინიკიდან გამოწერეს და ის საზღვარგარეთ გააგრძელებს მკურნალობას.

როგორც ექიმები გადაწყვეტენ, თუ რა პროცედურები დასჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს“, - განაცხადა კახი კალაძემ.