სამართალი
ზუგდიდის ყოფილ მერსა და ვიცე-მერს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდათ

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და მის მოადგილეს გია გულორდავას თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი პირველი მოადგილე გია გულორდავა 2018 წლის პირველ ნოემბერს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს .- ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

2018 წლის 13 სექტემბერს ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ის ზუგდიდის არჩეული მერი იყო და პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.