აქტუალური
ლარის რეკორდი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2,8333 ლარია

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. აშშ დოლარის ღირებულებამ ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,8333 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2,8333 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2,7945 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,0388 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3,2260 ლარია, მაშინ, როცა მოქმედი კურსი 3,1838 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0422 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს, 26 ივნისს შევიდა.