პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ფრანც კლინცევიჩი საქართველოს წინააღმდეგ „დამატებითი ზომების“ მიღებას არ გამორიცხავს

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ფრანც კლინცევიჩი საქართველოს წინააღმდეგ „დამატებითი ზომების“ მიღებას არ გამორიცხავს.

არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ბოლო ცნობებს საქართველოდან: კინოთეატრებმა რუსულენოვანი და რუსულად თარგმნილი ფილმების ჩვენება შეაჩერეს. ფაქტობრივად, საუბარია რუსულენოვანი მაყურებლების ბოიკოტზე. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტირუსული ისტერიის გაგრძელების შემთხვევაში, ტურისტული ემბარგოს გარდა, დამატებითი საპასუხო ზომები იყოს მიღებული“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კლინცევიჩი ასევე ამბობს, რომ ბოლო დროის გამოცდილების მიხედვით, რუსი ტურისტების ჩანაცვლება ძლიერი ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანამაც კი ვერ შეძლო.