აქტუალური
უკრაინის ცესკო-მ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის ახალ ძალთა მოძრაობის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცესკო-მ 23 ივნისს მიიღო.

შესაბამისი დოკუმენტების განხილვის შემდეგ ცესკო- უარი თქვაახალ ძალთა მოძრაობისსაარჩევნო სიაში შეყვანილი კანდიდატების რეგისტრაციაზე, რომლებიც მრავალმანდატიან და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში იყვნენ წარდგენილები“, – განაცხადა ცესკო-მ.

მათივე განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტმა არჩევნები 21 მაისის ბრძანებით დანიშნა და, შესაბამისად, პარტიის პოლიტსაბჭო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს 8 მაისის სხდომაზე ვერ განიხილავდა. ასევე, ცესკოს ცნობით, 10 ივნისს „ახალ ძალთა მოძრაობის“ რიგგარეშე ყრილობა, სადაც საარჩევნო სია დამტკიცდა, ამ პარტიის წესდების დარღვევით ჩატარდა.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს ჩატარდება. „ახალ ძალთა მოძრაობის“ 10-კაციანი საარჩევნო სიის სათავეში მიხეილ სააკაშვილი იყო. სააკაშვილი აცხადებდა, რომ თუ ცესკო დეპუტატობის კანდიდატად არ დაარეგისტრირებდა, სასამართლოში იჩივლებდა.