სამართალი
რუს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს შსს გამოიძიებს

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. თბილისში რუს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ imedinews-ს უწყებაში აცნობეს.

გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154- მუხლის 1-ლი ნაწილით და 126- მუხლის 1 პრიმა ნაწილისდაქვეპუნქტებით დაიწყო“, - განაცხადეს უწყებაში.

რუსული მედია იტყობინებოდა, რომ თბილისში უცნობი პირები ტელეარხ „Россия 24“-ის გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს. გამოცემა „ვესტის“ ინფორმაციით, ორმა აგრესიულად განწყობილმა კაცმა მათი არხის კორესპონდენტის სტანისლავ ბერნვალდის და მისი ოპერატორის ცემა სცადეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს მფლობელს ესაუბრებოდნენ. ჟურნალისტებს კი ტურისტული სააგენტოს მფლობელის ქართველი მეუღლე გამოესარჩლა.

მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს თავდასხმაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.