აქტუალური
დიმიტრი მედვედევმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არაპროფესიული უწოდა

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა, რომელმაც მოსკოვი ქვეყანაში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.

დიმიტრი მედვედევის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ასეთი განცხადებები არაპროფესიულია და ის ან საქმის კურსში არ არის, ან ვითარებას ამახინჯებს.

რუსეთის პრემიერის თქმით, ზურაბიშვილისგან მსგავსი რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა. მისივე განცხადებით, ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში მოსკოვი ტურისტებს მისცემს შესაბამის რეკომენდაციას, რაც საქართველოზე აისახება.

როგორც მედვედევი მიიჩნევს, საქართველოში არსებული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციას და პროსახელისუფლებო ძალებს უკავშირდება.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი არსებულ ვითარებაში გაერკვევა.