სამართალი
სუს-ი: ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა - ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს უსაფრთხოების გარემოს

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება, როგორც IPRM- ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) ისე ჟენევის ფორმატებში“, - აცხადებენ სუს-ში.

არსებული ინფორმაციით, ხსენებული ვერტმფრენი რუსულია.